პოლიტიკა
ბოკერია: 25 წლის გოგოს გაუპატიურებისკენ მოწოდება, ჩველი ლიბერალური კანონებითაც კი დასჯადია

ბოკერია: 25 წლის გოგოს გაუპატიურებისკენ მოწოდება, ჩველი ლიბერალური კანონებითაც კი დასჯადია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გაეროში ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება.

"ყველგან დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ, ადგენენ მის ადგილსამყოფელს, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი.

ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირები, და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა", - აცხადებს გიგა ბოკერია.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის