სამართალი
ე.წ. ქართველთა მარშის წევრი

ე.წ. ქართველთა მარშის წევრი "ნიუპოსტის" ჟურნალისტს ემუქრება

ე.წ. ქართველთა მარშის წევრი, ბექა ვარდოსანიძე, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს, თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება, მუქარის შემცველი შინაარსის წერილს დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტსაც" უგზავნის.

ვარდოსანიძის გაღიზიანება საიტზე განთავსებულმა მასალამ გამოიწვია: "დააფინანსა თუ არა ,,ქართველთა მარში“ მიხეილ ხუბუტიამ - ,,ФСБ“-ს პროვოკაციული კვალი".

ბექა ვარდოსანიძემ ჩვენს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე შემდეგი შეტყობინება გამოგზავნა, რომელიც ჩვენი აზრით, შეურაცხყოფასთან ერთად, მუქარის შემცველია.

"ავტორი მითხარით ვინ არის ამ სტატიის დანარჩენი ჩვენ ვიცით: ასე გადაეცი მტუანის დე..... რაც მე კრემლის დაფინანსებული ვარ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს"- წერს "ქართველთა მარშის" წევრი.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტრო მხედველობაში მიიღებს მოქალაქე ბექა ვარდოსანიძის მუქარის შემცველ განცხადებას და პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს.




წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის