საზოგადოება
 „ჩვენი კრიმინალი არ გვეყოფა, რომ არ დაგვემატოს სხვა ქვეყნიდან შემოსული კრიმინალი?!“

„ჩვენი კრიმინალი არ გვეყოფა, რომ არ დაგვემატოს სხვა ქვეყნიდან შემოსული კრიმინალი?!“

არალეგალების მოძალება მხოლოდ ევროპელების თავსატეხად არ ქცეულა. რასაც მრავალრიცხოვანი ევროპა ვერ უმკლავდება, მცირერიცხოვანი საქართველოც ვერ გაუმკლავდება.ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი საზოგადოება შეძრა ბათუმის ბულვარში მრავლობითი ჭრილობებით მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალაძის დაღუპვის საზარელმა შემთხვევამ. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსულმა 1985 წელს დაბადებულმა ირანის მოქალაქემ გოგონა მოკლა და, ასევე, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით დატოვა საქართველოს ტერიტორია.ამ ფაქტიდან ცოტა ხანში უკვე თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე დაიძაბა ვითარება, რადგან ერაყელმა მამაკაცმა 15 წლის ბიჭი გააუპატიურა. ამ ამბის შეტყობისთანავე ადგილობრივ ახალგაზრდათა ჯგუფმა ამავე ქუჩაზე მცხოვრები ინდოელების ფიზიკური ანგარიშსწორება დააპირა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ამ შემთხვევის შემდეგ უცხოელებს საქართველოში ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდათ.მას შემდეგ არაერთხელ გახმიანებულა აღმაშენებლის გამზირზე ტრეფიკინგის უამრავი ფაქტის შესახებ. სულ ბოლოს კი ამ ჩამონათვალს მიემატა კიდევ ერთი შემთხვევა, როცა 51 წლის ირანელმა მოქალაქემ ახალციხეში ხუთ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილი ქმედება სცადა.რა უნდა მოიმოქმედოს ქვეყანამ, როცა აზიიდან და აფრიკიდან მიგრირებულთა პრობლემა მიგრაციის წესების დარღვევას სცდება და კრიმინალად იქცევა?დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  აზიიდან და აფრიკიდან შესული... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის