პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში დაიწყო. პოროშენკოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანას საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის