საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი - დაკავებული დეკანოზის სკანდალური განცხადება

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი - დაკავებული დეკანოზის სკანდალური განცხადება

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია - სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.


მამა გიორგი მამალაძემ ადვოკატს უთხრა, რომ ტაძარი ძვირფასი ნივთებისა და ოქროს მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს.

ხანძარი სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობსა და დაკავებულ დეკანოზ შორის ურთიერთბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სხდომაზე პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახანძრალის აღდგენისა და რემონტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, ციხეში მყოფი მამა გიორგი ცდილობდა.

სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების თითქმის 80 პროცენტი დასრულებულია. უახლოეს მომავალში საბერძნეთიდან ბრები და მარმარილოს ფილები ჩამოვა, რადგან ხანძარმა კედლები და ჭერი სრულად გაანადგურა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის