სპორტი
პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ 222 მლნ ევროს ჩამოდის?

პსჟ ნეიმარის სანაცვლოდ 222 მლნ ევროს ჩამოდის?

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ნეიმარი შეიძლება "პსჟ"-ში გადავიდეს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან ბრაზილიელის კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულება გადაიხადონ, რომელიც 222 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე, პრესაში დაიწერა, რომ ამ კვირაში, ფეხბურთელის მამა, რომელიც ასევე მისი აგენტიცაა, საფრანგეთის დედაქალაქში ჩავა, სადაც "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთან გამართავს მოლაპარაკებებს. ყატარელ ბიზნესმენს თავად სურს მხარეების კონტაქტში მონაწილეობის მიღება, რათა ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლაში დაარწმუნოს. ნეიმარს "ბარსელონადან" წასვლა იმის გამო სურს, რომ მუდმივად მესის ჩრდილშია. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელს იმ კლუბის ლიდერობა უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის