სპორტი
ჩალჰანოღლუ:

ჩალჰანოღლუ: "მილანის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა"

"მილანის" ახალწვეულმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ "როსონერის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "მილანში" ფეხბურთელთა კარგი ჯფუფი შეიკრიბა, ამიტომაც ახალ სეზონში რაღაცის მოგება უნდა ვცადოთ, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. ეს გვინდა, რადგან ამჟამინდელმა შემადგენლობამ ყველა ტურნირზე უნდა იასპარეზოს". "სკუდეტო? ამ საკითხთან დაკავშირებით, სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა, პროგრესისთვისა და ზრდისთვის დრო დაგვჭირდება", - ციტირებს ჩალჰანოღლუს სიტყვებს Football Italia. შეგახსენებთ, თურქი ნახევარმცველი "როსონერის" ამ ზაფხულს ლევერკუზენის "ბაიერიდან" შეუერთდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის