სპორტი
რეინა შეიძლება მანჩესტერ სიტიში ვიხილოთ

რეინა შეიძლება მანჩესტერ სიტიში ვიხილოთ

"ნაპოლის" გოლკიპერი, ხოსე რეინა, არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს, იუწყება Radio Crc. ნეაპოლურმა კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა მან "ქალაქელებისგანაც" მიიღო წინადადება. "ქალაქელები" ესპანელი კარის დარაჯში 3 მილიონ ევროს ჩამოდიან, როცა "ნაპოლის" ხელმძღვანელებს 5 მილიონის მიღება სურთ. შეგახსენებთ, ადრეულ წლებში რეინა ინგლისში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება "ნაპოლის", იტალიაში 34 წლის კიპერი სათამაშოდ 2013 წელს გადაბარგდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის