პოლიტიკა
სააკაშვილი: იმედია პოროშენკოს თბილისში საპონი და პირსახოცი მიაქვს

სააკაშვილი: იმედია პოროშენკოს თბილისში საპონი და პირსახოცი მიაქვს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს თბილისში ვიზიტს ,,ფეისბუქით,, ეხმაურება.

,,მე მახარებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, ბოლოს და ბოლოს წავიდა თბილისში ოფიციალური ვიზიტით. დღევანდელი ლიდერები როგორიც არ უნდა იყვნენე, ურთიერთობების განვითარება საჭიროა. არ ვიცი, იცის თუ არა პეტრე ალექსის ძემ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, საზღვარგარეთელი სტუმრების მიღების ხარჯებთან დაკავშირებით და იქ სხვადასხვაგვარ ბრალდებებთან ერთად, ფიგურირებდა ,,ვიქტორ იუშენკოს აბანოთი მომსახურების 28 ევროც ,,ასე, რომ იმედი მაქვს პრეზიდენტ პოროშენკოს კიევიდან საპონი და პირსახოცი მიაქვს. ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად,, აცხადებს სააკაშვილი.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის