სპორტი
ვინ არის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი?

ვინ არის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი?

საქართველოს ჩემპიონატიდან კარგი ფეხბურთელებით განებივრებულები ბევრ შემთხვევაში არ ვართ, თუმცა აქ ყოფილან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც შემდგომში საქართველოს ნაკრების უცვლელი ფიგურებიც კი გამხდარან. ამჟამად, ეროვნულ ლიგაში დაახლოებით, 30-მდე ლეგიონერი თამაშობს, გუნდები კი რა თქმა უნდა, უმეტეს წილად, ადგილობრივი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულები. საინტერესოა იმის გაგება, თუ ვინ არის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი. Transfermarkt-ის მიხედვით, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძვირად "საბურთალოს" კაპიტანი, გიორგი ხარაიშვილი ფასობს - 700 ათასი ევრო. 20 წლის ნახევარმცველის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად "დინამოს" შუახაზელი, ოთარ კიტეიშვილია მიჩნეული - 650 ათასი ევრო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის