სპორტი
გიორგი დათუნაიშვილი: ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წელს არ მოუგიათ და გვინდა, ჩვენ მოვიგოთ

გიორგი დათუნაიშვილი: ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წელს არ მოუგიათ და გვინდა, ჩვენ მოვიგოთ

საქართველოს ჩემპიონი "სამტრედიას" კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა მათი გუნდი, ხვალინდელ შეხვედრაში მაინც მოსაგებად იბრძოლებს.

ამის შესახებ დათუნაიშვილმა, დღეს, "დინამო არენაზე" გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"5:0 წავაგეთ და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. თანაც, ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წელს არ მოუგიათ და გვინდა, ჩვენ მოვიგოთ. მთლიანად მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და ვნახოთ, რა იქნება. "გაბალასთანაც" ასე წავაგეთ, მაგრამ შემდეგ მოვიგეთ. იმედგაცრუებულები ვართ ძალიან. მადლობა სამტრედიელ ქომაგს ჩვენს გვერდში დგომისთვის. იმედია, გამარჯვებით გავახარებთ", - განაცხადა დათუნაიშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, "სამტრედიასა" და "ყარაბახს" შორის, ხვალ, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი, სამტრედიელებმა გასვლაზე 5:0 წააგეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის