პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: იმედია პოროშენკომ ხელს გააყოლა კიევიდან საპონი და პირსახოცი

მიხეილ სააკაშვილი: იმედია პოროშენკომ ხელს გააყოლა კიევიდან საპონი და პირსახოცი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.

"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, ბოლოს და ბოლოს წავიდა თბილისში ოფიციალური ვიზიტით. როგორიც არ უნდა იყვნენ დღევანდელი ლიდერები, ურთიერთობების განვითარება საჭიროა. არ ვიცი, იცის თუ არა პეტრე ალექსის ძემ, მაგრამ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქართველოში საქმე აღძრა, უცხოელი სტუმრების მიღების ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა ბრალდებებთან ერთად ფიგურირებს "ვიქტორ იუშენკოს აბანოთი მომსახურების 28 ევრო", ასე, რომ იმედი მაქვს პრეზიდენტ პოროშენკომ ხელს გააყოლა კიევიდან საპონი და პირსახოცი, ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის