სპორტი
გია ცეცაძე: ცვლილებები გვექნება,  თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ

გია ცეცაძე: ცვლილებები გვექნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ

სამტრედიის "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე, "ყარაბახთან" განმეორებითი შეხვედრის წინ აცხადებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ცვლილებები იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.

როგორც სამტრედიელთა თავკაცმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები დაკარგული აქვს, ამ კონკრეტული თამაშის მიზანი მოგება იქნება.

"ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. 20 წუთში, რომელშიც კონცენტრაცია დავკარგეთ, მეტოქემ 4 გოლი გაგვიტანა. ლოგიკურია, რომ ამ დონის გუნდი მოდუნების უფლებას არ მოგცემს და დაგსჯის. ამ ყველაფერმა ქართულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის სხვაობაც დაგვანახ. ვერ გავექცევით ამ ყველაფერს. ნეტავ, პირიქით იყოს, მაგრამ რა ვქნათ, ასეა! "ყარაბაღმა" პირველ მატჩში" არ მოგვცა საშუალება შეტევაში გვეთამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ვიცით. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ცვლილებები გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ. პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით წაგება ფინანსების ბრალი არ არის: ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი ფეხბურთელების ბრალია! არ გვაქვს საქართველოში ფეხბურთელთა ის რესურსი, რომელთა შეკრებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ვინც მზადაა ამისთვის და ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, ის უცხოეთშია და ეს არაა ცუდი, რადგან ნაკრებს მაინც ადგება. მინდა, სამტრედიელ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობთ. 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა, მათგან კი ამ დროს იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინეთ... ერთი ოჯახი ვართ და ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ასე გავახაროთ ისინი", - განაცხადა გია ცეცაძემ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, "სამტრედიასა" და "ყარაბახს" შორის, ხვალ, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი, სამტრედიელებმა გასვლაზე 5:0 წააგეს

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის