მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლია

პენტაგონის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლია

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ტერორისტების ლიდერს გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლია, - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მეთაურის პოსტიდან ჩამოცილებულია. 25 მილიონად შეფასებული მსოფლიოს №1 ტერორისტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. თუმცა, მოგვიანებით, ერაყის დაზვერვის სამსახურმა უარყო მისი დაღუპვის ფაქტი, ის ცოცხალია და რაქას სამხრეთით, ჯერ კიდევ ტერორისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის