საზოგადოება
თეთრუაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიცია გაამყარა

თეთრუაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიცია გაამყარა

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. სოწრედ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ედავება სახელმწიფო ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს. საქალაქო სასამართლოში 5 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის მდივან-რეფერანტი დახურულ პროცესზე სასამართლოში ისე შევიდა, რომ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.თეთრუაშვილი სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა. მანდატურების სამსახური თეთრუაშვილს მთავარ შესასვლელთან დახვდა და სასამართლო დარბაზში სპეციალური კორიდორის საშუალებით შეიყვანეს. დახურულ სასამართლო პროცესზე საქმის მთავარმა ფიგურამ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამის მიტანა არასდროს უთხოვია, ასევე არ დაუვალებია კალიუმის ციანიდის შოვნა, როგორც ამას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები განმარტავდნენ.ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით კიდევ ერთელ დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.„დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის