სპორტი
ილიას ზუროსმა ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა (VIDEO)

ილიას ზუროსმა ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა (VIDEO)

სლოვენიაში ჩასვლიდან მეორე დღეს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა გუნდი კომბინირებულად ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა ნაკრების 16 მოთამაშე შუაზე გაჰყო და საკალათბურთო და სატრენაჟორო დარბაზებში პარალელურად და მონაცვლეობით ავარჯიშა. საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე ვარჯიშებს თავად ზუროსი და მისი ასისტენტები - იურიცა გოლემაცი, მილოშ გლიგორიევიჩი, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია უძღვებოდნენ და მოთამაშეებს ძირითადად ფარქვეშ შესვლა-გარღვევებში, სროლებსა და ბლოკის სწორად დაყენებაში ავარჯიშებდნენ. ფიტენეს-ოთახში კი ფიზმომზადების ბერძენი სპეციალისტი გიორგი ვავეცისი იმყოფებოდა და კალათბურთელებს სიმძიმეების დაძლევაში და სხვადასხვა საჭირო მოძრაობების სწორედ შესრულებაში ეხმარებოდა. თორნიკე შენგელიამ დღეს მხოლოდ ფიტნეს-დარბაზში ივარჯიშა, ხოლო ბექა ბურჯანაძემ პირიქით - ფიტნეს-ოთახში არ შესულა და მოედნის მიღმა, ფიზმომზადების მწვრთნელის- ავთო ბერიძისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის