მსოფლიო
სომხეთის უარი რუსეთს: სომხური ერთადერთი სახელმწიფო ენა იქნება

სომხეთის უარი რუსეთს: სომხური ერთადერთი სახელმწიფო ენა იქნება

სომხური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის წინადადებას, ,,რუსული ენა სომხეთში მეორე სახელმწიფო ენად,, გამოეცხადებინათ სომხეთმა უარით უპასუხა.

ვოლოდინის განცხადებით, სომხური მართვის მოწმობებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების რუსეთში გამოსაყენებლად, სომხეთს მეორე სახელმწიფო ენად – რუსული ენის გამოცხადება სჭირდება.
რუსეთის მაღალჩინოსანს, პასუხი სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა გასცა, რომელმაც განაცხადა, რომ ,,სომხური, სომხეთის კონსტიტუციური ნორმით – ერთადერთი სახელმწიფო ენაა ქვეყანაში და ამის შეცვლას არავინ აპირებს,,

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის