სპორტი
რუსთავი შუქურასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

რუსთავი შუქურასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

ქართული გუნდები ჩემპიონატის მე-3 წრისთვის მზადებას განაგრძობენ. დუშეთში "რუსთავი" ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა. მოსამზადებელი ეტაპის მანძილზე "რუსთავმა" 3 ამხანაგური მატჩიდან 1 გამარჯვებით, ხოლო 2 მარცხით დაასრულა. შეგახსენებთ, ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარული მატჩი 22 ივლისს, ლანჩხუთის "გურიას" წინააღმდეგ გაიმართება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის