სპორტი
ჭეშმარიტი ქრისტიანი

ჭეშმარიტი ქრისტიანი

სამხრეთ ამერიკა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური მხარეა. კონტინენტზე 10 ქვეყანა მდებარეობს და თუ არ ჩავთვლით ურუგვაის დანარჩენ 9 ქვეყანში მოსახლეობის 95% ქრისტიანია. იშვიათია ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტი ერთი რელიგიის მიმდევარია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში მოსახლეობის 85%-ია ქრისტიანი. რაც შეეხება კონკრეტულად ბრაზილიას, მთელს მსოფლიოში ქრისტიანული მოსახლოების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ პირველია. სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში 180 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 90 პროცენტს უდრის. რაც შეეხება კონკრეტულად ნეიმარს, მან გუშინ პუბლიკას ღიად დაანახა რელიგიური შეხედულებები. მიუხედავად იმისა, რომ უეფაც, ფიფაც და მთელი რიგი შიდა ჩემპიონატის მმართველი ორგანოები სტადიონზე რელიგიური ბანერების და ნივთების გამოჩენას კრძალავენ, ნეიმარი მაინც ღიად აფიქსირებს პოზიციას. გუშინ, ის "სტედ დე ფრანსზე" გულშემატკივრის წინაშე წარსდგა. 90 წუთის განმავლობაში ნეიმარი ტრიბუნებზე იმყოფებოდა. ფოტოზე ხედავთ, რომ 25 წლის ფეხბურთელს ჯვარი ეკეთა და ის მაისურის შიგნითაც არ ჰქონდა დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ის არაბების გუნდში გადავიდა და ნასერ ალ ხელაიფიც იქვე იჯდა, მან ღიად დააფიქსირა ქრისტიანული შეხედულებები. გაცნობებთ, რომ ეს პირველი ფაქტი არ არის, როდესაც ნეიმარი თავის რელიგიას მოედანზე წარმოაჩენს. ჩემპიონთა ლიგის და ოლიმპიადის მოგების შემდეგ მან თავზე ნაჭერი შემოიხვია, რაზეც ეწერა: "100% იესო" ასევე, ფიფამ ოლიმპიადის დროს ნეიმარი მკაცრად გააფრთხილა, რომ მოედანზე რელიგიური შეხედულებების წარმოჩენა აკრძალული იყო, თუმცა ფეხბურთელი არც ამას შეუშინდა. ფინალში, გამარჯვების შემდეგ მან კვლავ შემოიკრა თავზე ნაჭერი, სადაც იესო ეწერა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის