სპორტი
რატომ არ ითამაშა გუშინ ნეიმარმა? - ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა

რატომ არ ითამაშა გუშინ ნეიმარმა? - ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა

ლიგა 1-ის გახსნით მატჩში "პარი სენ ჟერმენმა" "ამიენი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ნეიმარი პარიზში 2 დღის წინ ჩაფრინდა და შეხვედრის წინ პუბლიკას მიესალმა, თუმცა ის განაცხადში არ იყო. შესაძლებელი იყო, რომ ის სათადარიგო სკამზე ყოფილიყო და სიმბოლურად უნაი ემერის ბოლო წუთებზე შემოეყვანა, თუმცა ასე არ მოხდა. ამ ფაქტზე ნეიმარმა მცირე კომენტარი გააკეთა: "მინდოდა, რომ ჩემი დებიუტი პირველივე მატჩში შემდგარიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვფიქრობ, რომ "პარი სენ ჟერმენის" მაისურით პირველ შეხვედრას, შესაბამისს დროს ჩავატარებ." ნეიმარმა იგულისხმა, რომ ის მაშინ გამოვა მოედანზე, როდესაც გუნდთან შეთამაშდება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის