სპორტი
უფას თავკაცმა ტაბიძის შეცდიმაზე ისაუბრა

უფას თავკაცმა ტაბიძის შეცდიმაზე ისაუბრა

"ტაბიძის მორიგი შეცდომა, თუმცა "უფა" იგებს." ასეთ სათაურს აქვეყნებს რუსული მედია. ადგილობრივი ჩემპიონატის მე-IV ტურში ქართველი მცველის გუნდი საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ანგარიშით, 3:2 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეორე ნახევარში შეცდომა დაუშვა, რის ხარჯზეც სტუმრები წინ გავიდნენ. საბოლოოდ, "უფამ" შეხვედრა მაინც მოიგო, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი სემაკმა პრეს-კონფერენციაზე ტაბიძის შეცდომა მაინც აღნიშნა. "ქართველის ცუდად თამაში შემთხვევითიბა იყო. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში უმჯობესი იქნებოდა ფეხით თამაში და ბურთის გარეთ გადაგდება. მაგრამ, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. საბოლოოდ, ტაბიძის თამაშით კმაყოფილი ვარ და ეჭვი მის სათამაშო დონეში არ შემაქვს," - თქვა სემაკმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის