საზოგადოება
შსს: მთაწმინდაზე ცეცხლი 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს გაუჩნდა

შსს: მთაწმინდაზე ცეცხლი 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს გაუჩნდა

ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

როგორც "აიპრესს" შსს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში განუცხადეს ცეცხლი 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს გაუჩნდა.

"შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ. დაახლოებით 2 ჰექტრამდე იწვოდა,. ბუჩქნარია ძირითადად და ნაძვნარი. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მყისიერი რეაგირების შედეგად რთული რელიეფისა და ქარის მიუხედავად ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

სამუშაოებში 70-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები.

ფიზიკურად ვერ მიუდგებოდა მოსახლეობა ხანძარს ჩასაქრობად, იმიტომ რომ ძალიან რთული რელიეფია. გაუვალი ბუჩქნარი. ამიტომ ტექნიკის მობილიზება მოხდა ამ ადგილზე და აქედან მოხდა ხანძრის ლოკალიზება. რელიეფიდან გამომდინარე და პერიმეტრდან ისეთი ფორმა ჰქონდა ხანძარს რომ საფრენი საშუალებები ნაკლებად ეფექტური იქნებოდა და არ იყო ამის აუცილებლობა,"-განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის