სპორტი
ბელამი:

ბელამი: "ლივერპულთან ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვი, ბარსელონასთან კი ლიგის მოგებისთვის"

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი ამბობს, რომ მერსისაიდული გუნდი ფელიპე კოუტინიოს ვერ შეინარჩუნებს. 25 წლის ბრაზლიელი "ბარსელონას" სურს და კატალონიური გუნდი მის სანაცვლოდ 120 მილიონ ევრომდე იხდის. "ლივერპული" სატრანსფერო მარკეტზე კვლავ სავაჭრო ცენტრის პოზიციას ინარჩუნებს და არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება. ქომაგებს არ სურთ იმის მოსმენა, თუ ვინ მიდის გუნდიდან, მათ უნდათ, რომ "ლივერპული" დიდი გუნდი იყოს. ასეთ დროს, როდესაც "ბარსელონა" მოდის, ფეხბურთელისთვის უარის თქმა რთულია. "ლივერპულთან" ერთად შანსი გაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძოლო, "ბარსელონასთან" კი შანსი გაქვს, რომ ამ ტურნირის მოგებისთვის იბრძოლო. უბრალოდ გამორიცხულია, ასეთ დროს ფეხბურთელი შეინარჩუნო", - ამბობს ბელამი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის