მსოფლიო
NBC: პენტაგონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპასუხო იერიშების განხორციელებისთვის მზადაა

NBC: პენტაგონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპასუხო იერიშების განხორციელებისთვის მზადაა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის განხორციელების თაობაზე გეგმა უკვე მომზადებულია და ის იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასცემს. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით წერს, სამხედრო გეგმის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის პოზიციების წინააღმდეგ სტრატეგიული ბომბდამშენის B-1B-ის გამოყენება იგეგმება. მათივე თქმით, "ორი" ბომბდამშენი ოპერაციას მაისიდან ახორციელებს.

ტელეარხი იუწყება, რომ ამ ეტაპზე გუამის კუნძულზე ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancer-ია განთავსებული.

9 აგვისტოს, ღამით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი კუნძულ გუამის მახლობლად, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები მდებარეობს, სარაკეტო იერიშების განხორციელების საკითხს განიხილავენ.

აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს საფრთხეს კვლავ შეუქმნის, „ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ცეცხლითა და მრისხანებით უპასუხებს“.

ტრამპის განცხადების კომენტირებისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს ამერიკის შეერთებული შტატები დიქტატორად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას „დიპლომატიური ენა არ ესმის.

ცნობისთვის, გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააფართოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება, ფხენიანის მიერ ორი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვებას მოჰყვა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის