მსოფლიო
ვენესუელის პრეზიდენტი: ვაშინგტონთან ურთიერთობები აღსადგენად მზად ვართ

ვენესუელის პრეზიდენტი: ვაშინგტონთან ურთიერთობები აღსადგენად მზად ვართ

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ის ვაშინგტონთან ურთიერთობები აღსადგენად მზად არის. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი Venezolana de Television ავრცელებს.

პრეზიდენტმა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრს ხორხე არეასეს მოუწოდა, გაერო-ს სხდომის ფარგლებში მისი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმოს.

8 აგვისტოს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უწყების განმარტებით, ახალი სანქციები 43 იურიდიულ და 30 ფიზიკურ პირს დაუწესდა.

ე.წ შავ სიაში ასევე მოხვდა ექს-პრეზიდენტ უგო ჩავესის ძმა, ვენესუელის საპრეზიდენტო კომისიის მდივანი დამფუძნებელთა ყრილობის საკითხებში ადან ჩავესი. აღნიშნულ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ და ქვეყანაში მათი ანგარიშებიც გაიყინება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის