სხვადასხვა
Game of Thrones-ის ახალი ვარსკვლავი - ვინ არის დიკონ ტარლი (ფოტოკოლაჟი)

Game of Thrones-ის ახალი ვარსკვლავი - ვინ არის დიკონ ტარლი (ფოტოკოლაჟი)

“სამეფო კარის თამაშებში“ დაძაბულობა მატულობს.


GOT-ის მაყურებლები მოუთმენლად ელიან მეხუთე სერია.

მე-7 სეზონის მეოთხე სერია - "Spoils of War" კი მაყურებლებმა სერიალის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სერიად შეაფასეს და არც შემცდარან. რეიტინგების თანახმად, GOT-ის მეშვიდე სეზონის მეოთხე სერია სერიალის ისტორიაში ყველაზე მაღალრეიტინგული აღმოჩნდა , ახალი სეზონის რეკორდი მოხსნა და ლაივში მაყურებელთა რაოდენობით პრემიერასაც გადააჭარბა. HBO_ს ცნობით, სერიალს 10.167 მილიონმა ადამიანმა უყურა და შოუს ისტორიაში ყველაზე რეიტინგული სერია გახდა, მაშინ როცა მე-7 სეზონის პირველ სერიას Dragonstone 10.1 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

მეოთხე სეზონში ახალი გმირებიც გამოვიდნენ წინა პლანზე. მაგალითად, სემუელ ტარლის უმცროსი ძმა, დიკონ ტარლი.

ამ დრომდე, დიკონი, მე-6 სეზონში შეგვხვდა, ტარლების ოჯხაურ სადილზე, როდესაც სემი გილთან ერთად სახლში დაბრუნდა, თუმცა მაშინ დიკონის როლს ინგლისელი მსახიობი ფრედი სტრომა (კორმაკ მაკლეგენი, Harry Potter and the Half-Blood Prince) ასრულებდა.

მე-7 სეზონში კი დიკონის როლს ტომ ჰოფერი ასრულებს .

რა ვიცით დიკონ ტარლის შესახებ?

კერძოდ, ვიცით, რომ ის სემის უმცროსი ძმაა, ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერი, შესანიშნავად ფლობს ხმალს და მამის ფავორიტი შვილია. უფრო მეტიც, ლორდმა ტარლიმ პრაქტიკულად სიკვდილის მუქარით აიძულა თავისი უფროსი შვილი ღამის გუშაგებს შეერთებოდა, რომ მისი ძმისთვის მემკვიდრეობისკენ მიმავალი გზა გაეთავისუფლებინა. ახლა კი დიკონი ლანისტერების მხარეს იბრძვის.

დიკონი არ მიეკუთვნება არცერთ ოჯახს, რომელიც ტახტისთვს იბრძვის, ის უბრალოდ მებრძოლია და საკუთარ მოვალეობას ასრულებს, ამავდროულად სურს გმირი გახდეს.

მეოთხე ეპიზოდში დრაკონისა და ლანისტერების არმიის ბრძოლა, ბუნებრივია დენერისის დრაკონის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ბრონმა დროგონის დაჭრა მოახერხა. მანამ სანამ ჯეიმი იბრძოდა, ბრონმა დრაკონისთვის განკუთვნილ იარაღამდე მიაღწია, დროგონს დაუმიზნა და დაჭრა. დენერისი დრაკონისგან სხეულიდან მშვილდის ამოძრობას ცდილობდა , რაც ჯეიმი ლანისტერმა დაინახა და გადაწყიტა, ბრძოლა დაესრულებინა. ცხენზე ამხედრებული ჯეიმი, დროგონისა და დენერისიკენ გაემართა, ამ დროს ჯეიმი დროგონმა შენიშნა და მისკენ ცეცხლის ალი მიმართა. თუმცა ჯეიმის ცეცხლის ალისგან ვიღაც გადაარჩენს. ეს ვიღაც, სავარაუდოდ დიკონია.

ესეც ასე, მოუთმენლად ველოდებით მეხუთე სერიას.

მანამ კი ცოტა რამ ტომ ჰოფერის შესახებ.

ტომ ჰოფერი 32 წლის ინგლისელი მსახიობია, რომელიც თავდაპირველად სატელევიზიო პროგრამებში გამოჩნდა. შემდეგ კი ვიხილეთ ფლმებში Merlin, Doctor Who, Casualty, Tormented, Kill Ratio.

ტომი ასევე ნილ მარშალის როლს ასრულებს სერიალ Black Sails-ში.

2014 წლიდან ის დაქორწინებულია მსახიობ ლაურა ჰოფერზე და ჰყავთ ერთი გოგონა.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის