სხვადასხვა
NASA-მ პლანეტა ნიბირუს არსებობა აღიარა - ექსპერტები დედამიწის აღსასრულის საფრთხეს ვერ ხედავენ

NASA-მ პლანეტა ნიბირუს არსებობა აღიარა - ექსპერტები დედამიწის აღსასრულის საფრთხეს ვერ ხედავენ

NASA-ს ექსპერტებმა აღიარეს, რომ მართლაც არსებობს საიდუმლო პლანეტა ნიბირუ, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს ციური სხეული დედამიწისთვის და კაცობრიობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

NASA-ს პლანეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯიმ გრინმა განაცხადა, რომ პირადად მისთვის ახალი პლანეტის არსებობის შესაძლებლობა შესანიშნავი ვარაუდია.

კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ციური სხეული მოძრაობს ძალიან გაწელილ ორბიტაზე პლუტონიდან საკმაოდ მოშორებით. იგი მზიდან ოცჯერ უფრო დიდ მანძილზეა, ვიდრე ნეპტუნი. პლანეტის მასა დედამიწის მასა 10-ჯერ აღემატება, ხოლო მზის გარშემო სრულ ბრუნს იგი 10-12 ათას წელიწადს ანდომებს.

დღემდე ნიბირუს არაერთი აპოკალიპტური მითი უკავშირდება. კონსპირაციული თეორეტიკოსის დევიდ მიდი აცხადებდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დედამიწის აღსასრული შესაძლოა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დამდგარიყო, იგი დედამიწისგან ახლო მანძილზე ჩივლის, რაც კატასტროფულ მოვლენებს და ცივილიზაციის განადგურებას გამოიწვევდა. მის მოსაზრებებს რამდენიმე აპოკალიპტური მიმართულების მეცნიერ-ასტრონომიც ეთანხმება.

ამ მოსაზრებებს კატეგორიულად უარყოფენ NASA-ს ექსპერტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნიბირუ იმდენად შორსაა დედამიწისგან და მზის სისტემის განაპირა პლანეტისგან, რომ მისი "მოახლოება" არანაირ მკვეთრ გავლენას არ ახდენს მიმდინარე კოსმოსურ მოვლენებზე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის