სხვადასხვა
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გართობისა და სიურპრიზების დღეა. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლადაც მოიცალოთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

კურო

დღეს დაივიწყეთ წესრიგი და იმპროვიზაციით იმოქმედეთ. მაგრამ ავანტიურაში არ გაეხვიოთ. იდეებით აღსავსე ხართ, ჩაიწერეთ, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებთ.

ტყუპი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომლებისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით. საღამოს საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ.

კირჩხიბი

დღეს ყველასთვის ჭკუის სწავლება მოგინდებათ. ეტიკეტისა და ზრდილობის გაკვეთილები მხოლოდ ახლობლებს ჩაუტარეთ. საყვარელი ადამიანმა თქვენს აღზრდას არ საჭიროებს.

ლომი

წარმატებული და იღბლიანი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. ყურადღებას საჭიროებს ჭირვეული სასიყვარულო პარტნიორი.

ქალწული

მხიარული და ხალისიანი დღე გელით. საოჯახო საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით. საყვარელ ადამიანთან გაარკვიეთ "თამაშის წესები".

სასწორი

მომხიბვლელი ხართ და არ გაგიჭირდებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობის მოხვეჭა. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

მორიელი

მეგობრული შეხვედრების, რომანტიკული ვახშმის დღეა. აგრეთვეა, კარგია ვარჯიში. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი

ყველაფრის შეცვლა და გადაკეთება კარგია, მაგრამ ახლობლების აზრიც გაითვალისწინეთ. ოჯახის წევრები თქვენთან ერთად შოპინგზე, საყიდლებზე წასვლაზე ოცნებობენ.

თხის რქა

ნუ დაგეგმავთ დღევანდელ დღეს. იმხიარულეთ, თავგადასავლებისთვის მოემზადეთ. აიყოლიეთ მეგობრები, საყვარელი ადამიანი. ოჯახის წევრებს თქვენთან საუბარი სურთ.

მერწყული

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება მცირე წარმატების დროსაც კი. ზოგიერთს შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. არ გამოტოვოთ საოჯახო ვახშამი.

თევზები

საინტერესო შეხვედრების დღე გელით. შეიძლება ახალი საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები გაიჩინოთ. სარემონტო და კულინარიულ საკითებში მეგობრები დაგეხმარებიან.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის