საზოგადოება
ჩაბუქის ბედი დღეს გადაწყდება, ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურა ზრუნავს

ჩაბუქის ბედი დღეს გადაწყდება, ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურა ზრუნავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერს გაიმართება.აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ უკვე დაუშვა პრეცედენტი, როდესაც მიკაილ კადიევის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება გააუქმა და სამინისტროს მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა. აქედან გამომდინარე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი დარწმუნებულია, რომ ვინაიდან სასამართლომ სარჩელი დასაშვებად მიიჩნია, გადაწყვეტილებაც ბრალდებულის სასარგებლო იქნება.„ჩვენი სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, მთელი რიგი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. 450-გვერდიანი დანართი ეხება კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქს და იმ ვითრებას, რომელიც შექმნილია თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის სასამართლოში. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და ბათილად ცნობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.მისი თქმით, ამ ეტაპზე პროცედურა მიმდინარეობს ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუკი... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის