სპორტი
ტორინომ რინკონი ინათხოვრა

ტორინომ რინკონი ინათხოვრა

ტურინის "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი, ტომას რინკონი, მომდევნო სეზონს "ტორინოში" ჩაატარებს. "ბებერი ქალბატონის" ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, რინკონი "ხარებს" ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა. ტომასის იჯარით აყვანის სანაცვლოდ "ტორინომ" 3 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ სამხრეთ ამერიკელი გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს, მაშინ ტურინული კლუბი ვალდებული იქნება რინკონი 6 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. 29 წლის ვენესუელელი ნახევარმცველი "იუვემ" 2017 წლის ზამთარში "ჯენოადან" 8 მილიონ ევროდ შეიძინა და ტომასმა "ზებრების" მაისურით 19 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის