სპორტი
სამპაოლიმ აგუერო დააბრუნა, მაგრამ იგუაინი ნაკრებს მიღმა დატოვა

სამპაოლიმ აგუერო დააბრუნა, მაგრამ იგუაინი ნაკრებს მიღმა დატოვა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისათვის განაცხადი წარადგინა. სამპაოლიმ "ალბისელესტეს" ჩაბარების შემდეგ ოფიციალური თამაშებისათვის შემადგენლობა პირველად შეარჩია და აღსანიშნავია, რომ მან განაცხადს მიღმა ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი გონსალო იგუაინი დატოვა. არგენტინელების 23 კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნაუელ გუსმანი ("ტიგრესი"), ხერონიმო რული ("რეალ სოსიედადი"). მცველები: გაბრიელ მერკადო ("სევილია"), ნიკოლას პარეხა ("სევილია"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა"), ფედერიკო ფასიო ("რომა"). ნახევარმცველები: ევერ ბანეგა ("სევილია"), ლუკას ბილია ("მილანი"), აუგუსტო ფერნანდესი ("ატლეტიკო"), ლეანდრო პარედესი ("ზენიტი"), გვიდო პისარო ("სევილია"), ანხელ დი მარია ("პსჟ"), მარკოს აკუნია ("სპორტინგი"), ხავიერ პასტორე ("პსჟ"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), ედუარდო სალვიო ("ბენფიკა"). თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), მაურო იკარდი ("ინტერი"), ხოაკინ კორეა ("სევილია"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"). არგენტინის ნაკრები 1 სექტემბერს მონტევიდეოში ურუგვაის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, შემდეგ კი ბუენოს აირესში 6 სექტემბერს ვენესუელას მიიღებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის