სპორტი
სოლდადო ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია

სოლდადო ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რობერტო სოლდადო, "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელია. თურქულმა კლუბმა გამოცდილი ესპანელის ტრანსფერი "ვილიარეალიდან" დაადასტურა. რობერტომ "ფენერთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. არაოიფიცალური წყაროების თანახმად, სოლდადოს ტრანსფერი "ფენერბაჰჩეს" 10 მილიონი ევრო დაუჯდა. 32 წლის რობერტო სოლდადოს თავის დროზე მადრიდის "რეალსა" და "ვალენსიაში" აქვს ნათამაშები, "ვილიარეალს" კი 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასული სეზონი მას მუხლის სერიოზული ტრავმის გამო გაუცდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის