სპორტი
ბარსელონას ახალი სამიზნე

ბარსელონას ახალი სამიზნე

"ბარსელონა" ანხელ დი მარიას ტრანსფერზე გადაერთო. კატალონიური გუნდი ფელპიე კოუტინიოს აკვირდებოდა, თუმცა "ლივერპული" მის გაშვებას გამორიცხავს. ასევე, ბართომეუს ოუსმან დემბელეს ყიდვა სურდა, თუმცა არც "დორტმუნდს" სურს მისი გაშვება და სატრანსფერო თანხას არარეალურად მაღალს ასახელებს. კატალონიურ გუნდს ანხელ დი მარიას ვარიანტი რჩება. ნეიმარის დამატების შემდეგ, "პარი სენ ჟერმენი" ვალდებულია რამდენიმე მოთამაშე გაუშვას, რათა უეფას ფინანსური ფეირ პლეის წესები არ დაარღვიოს. ამიტომ, "ბარსელონას" დი მარიას ტრანსფერის განხორციელება უფრო გაუადვილდება, თუმცა დემბელე 20 წლის არის, კოუტინიო 25-ის, დი მარია კი 29-ის.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის