სპორტი
ლა ლიგის გუნდებმა სატრანსფერო ბაზარზე 653 მილიონი გამოიმუშავეს

ლა ლიგის გუნდებმა სატრანსფერო ბაზარზე 653 მილიონი გამოიმუშავეს

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლა ლიგა არა ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა. ნეიმარი ლიგა 1-ში გადავიდა, მორატა პრემიერ ლიგაში, მას მიჰყვა დანილოც... აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, სატრანსფერო ბაზარზე, ლა ლიგის გუნდებმა, ფეხბურთელების გაყიდვით ყველაზე მეტი გამოიმუშავეს. 1. ლა ლიგა - 653 მილიონი ევრო 2. პრემიერ ლიგა - 581 მილიონი ევრო 3. სერია ა - 572 მილიონი ევრო 4. ლიგა 1 - 508 მილიონი ევრო 5. პორტუგალიის პრიმერა ლიგა - 228 მილიონი ევრო ასევე, MARCA წერს, თუ როგორია ბალანსირება ჩემპიონატში. ფეხბურთელების ყიდვასთან შედარებით, ლა ლიგის გუნდებმა უფრო მეტი გაყიდეს და 286 მილიონი ევროს ოდენობით მოგებაში დარჩნენ. 1. ლა ლიგა - 286 მილიონი ევრო მოგება 2. ლიგა 1 - 72 მილიონი ევრო წაგება 3. ბუნდესლიგა - 133 მილიონი ევრო წაგება 4. სერია ა - 174 მილიონი ევრო წაგება 5. პრემიერ ლიგა - 542 მილიონი ევრო წაგება
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის