სპორტი
ფლორენტინო პერესი ბარსელონას ხელს შეუშლის

ფლორენტინო პერესი ბარსელონას ხელს შეუშლის

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ოუსმან დემბელესთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალიც" ჩაერთო. შესაძლოა "სამეფო კლუბს" 20 წლის შემტევი დიდად არ სჭირდებოდეს, თუმცა ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" შეეცილება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მთავარ კონკურენტს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წაართვას. ნეიმარის წასვლის შემდეგ, "ბლაუგრანა" შემტევის ძიებაშია და ერთ-ერთ კანდიდატად დემბელე სახელდება. ზაფხულში ხშირად იწერებოდა, რომ "რეალს" მბაპე სურდა, თუმცა პერესმა ფრანგის ტრანსფერი გამორიცხა. თავისუფლად შეიძლება, რომ მან მბაპეს ნაცვლად დემბელე დაიმატოს. საბოლოოდ გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის