სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქალთა შორის, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქალთა შორის, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

სანტიაგოში, ჩილეში, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

63კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის, ქართველი მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მედლისკენ მიმავალ გზაზე მარიამმა იპონით, 2 წუთსა და 12 წამში დაამარცხა მასპინძელი, ჩილელი ჯავიერა მუნოზი, ასევე იპონით სძლია შემდეგ წრეში ამერიკელ ერიკა პაციონეს, შემდეგ ოქროს დროში შიდოთი დამარცხდა იაპონელ აიანო იუჯისთან და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კოლუმბიელი მერა ცინდის 2 წუთსა და 21 წამში იპონით ძლევის შემდეგ ბრინჯაოს ფინალში უბრძოლველად, მეტოქის ტატამზე არ გამოსვლის გამო, მიენიჭა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის