სამართალი
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - სამართალდამცავებმა ძმები ჯაფაროვები ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - სამართალდამცავებმა ძმები ჯაფაროვები ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

გუშინ, გვიან ღამით ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის ძმები ჯაფაროვები დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუშინ 18:00 საათზე ძმები ჯაფაროვები სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე გამოცხადდნენ, რის შემდეგადაც მათ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულის ახლობელი აცხადებს, რომ ძმების სახლიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე შეფუთვა ამოიღეს და ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იყო.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის