სამართალი
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს


თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. ორივე მათგანი სასამართლო განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებულები ძმები არიან.

როგორც საზოგადაოებრივ მაუწყებელს დაკავებულების ძმამ განუცხადა, ჯ.ნ. და ჯ.მ. პოლიციაში დაიბარეს და ისინი სამართალდამცავ ორგანოში დაახლოებით 18:00 საათზე გამოცხადდნენ, რის შემდეგაც მათ სახლში სპეცოპერაცია დაიწყო ძმები კი პოლიციის განყოფილებაშივე დააკავეს.

მისივე თქმით, მათი სახლიდან სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე პარკში შეფუთული ნივთიერება ამოიღეს და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იყო. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ სახლში ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის