სხვადასხვა
ემოციური ვიდეო: „ბრიტანელ შინდლერს

ემოციური ვიდეო: „ბრიტანელ შინდლერს" წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ დარბაზში მისი გადარჩენილი ბავშვები ისხდნენ

"ბრიტანელი შინდლერი“ - ნიკოლას ჯორჯ ვინტონი გახლავთ, ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 9 თვით ადრე, 700-მდე ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრისგან გადაარჩინა და მათი გადაყვანა, ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან ბრიტანეთში შეძლო. ბავშვების უმრავლესობა ებრაელი იყო.


ამ ფაქტს ვინსტონი 40 წლის განმვალობაში არ ამხელდა, სანამ მისმა ცოლმა ჩანაწერების წიგნი არ იპოვა, სადაც ყველა ბავშვის სახელი, მშობლების ვინაობა და მისამართები იყო ჩაწერილი.


ნიკოლას ვინტონის შესახებ მსოფლიომ 1988 წელს, BBC-ის ეთერში გასული გადაცემით შეიტყო.


გადაცემაში, სადაც ვინსტონი იყო მიწვეული, წამყვანმა ბავშვების გადარჩენის კადრების ჩვენება დაიწყო და თან ვინსტონის ისტორიას ყვებოდა: არის ამ აუდიტორიაში მსგავსი ისტორიის მქონე პირი? თუ ვინმეა, ფეხზე წამოდგეს“- მიმართა წამყვანმა დარბაზში მსხდომებს... თანდათან მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა. „ბრიტანელი შინდლერის“ გვერდითაც, მის მიერ გადარჩენილი „ბავშვი“ აღმოჩნდა. დარბაზში მის მიერ გადარჩენილები ისხდნენ. შეხვედრა ემოციური იყო.

პრაღაში, იმ სადგურზე საიდანაც ბავშვებით დატვირთული მატარებელი გავიდა, ვინსტონის ქანდაკება დგას. 2009 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა „თეთრი ლომის“ ორდენით დააჯილდოვა.

გმირი, რომელსაც მსოფლიომ „ბრიტანელი შინდლერი“ შეარქვა 2015 წლის თებერვალში, 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის