საზოგადოება
დღეს დიდგორობა აღინიშნება

დღეს დიდგორობა აღინიშნება

დღეს დიდგორობაა. სახალხო დღესასწაული 1121 წელს მომხდარი დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ტარდება.

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ.

დიდგორის მთის ძირში „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.

დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. აქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი. ქართლის გარდა დიდგორობა ხევსურეთშიც იცოდნენ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის