საზოგადოება
შეკვეთილში, ბლექ სი არენასთან შადრევანი გაიხსნა

შეკვეთილში, ბლექ სი არენასთან შადრევანი გაიხსნა


შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ შადრევანი გაიხსნა.

შადრევანი 1 300 კვ.მ. ფართობს მოიცავს, აქვს 1 დიდი და 8 მცირე აუზი. აღჭურვილია ლაზერითა და სპეციალური პროექტორით, რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტომასალის გადატანაა შესაძლებელი.

შადრევანის მშენებლობა „ფონდმა „ქართუმ“ 5 მლნ ლარით დააფინანსა და კომპლექსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის