საზოგადოება
ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაშია - პოლიტიკური თავდასხმა დიდ პოეტზე კრემლის აგენტურისგან

ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაშია - პოლიტიკური თავდასხმა დიდ პოეტზე კრემლის აგენტურისგან

ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაშია, დიდი ქართველი პოეტი, ინსულტის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც ყველაზე მეტად გულსატკენია, ჯანსუღ ჩარკვიანის ეს მდგომარეობა არც მის ასაკს და არც რაიმე კონკრეტულ ავადმყოფობას არ გამოუწვევია, არამედ ამის მიზეზი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო, მასზე განხორციელებული პოლიტიკური თავდასხმა გახდა! იმ პოზიციის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია!...

არც მეტი არც ნაკლები, ჯანსუღზე თავდასხმის ავტორი რევაზ ამაშუკელია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული რუსული პოლიტიკის აპოლოგეტად არის ცნობილი. ამაშუკელმა, როგორც ეს ბოლშევიკების ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, წერილიც კი უძღვნა ჯანსუღის გამოსვლას და რუსეთის მიმართ ოკუპანტის სტატუსი გააპროტესტა.

რეზო ამაშუკელს კითხვა გაუჩნდა, ჭაბუას რატომ უბეჭდავდი დათა თუთაშხიასო... ,,შეკრული თუ არ იყავიო...“, ,,დიდ რუსეთს აყენებ შეურაცხჰყოფასო, ჩვენ უმადურმა ქართველებმა წერა კითხვა რუსეთში ვისწავლეთო...“ - ეს რეზო ამაშუკელის სიტყვებია...! სტილი, რომელიც ჩვეულებრივი ,,გრუ“-ს ხელწერაა...

ვინ არის რეზო ამაშუკელი - მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი: 1978 წელი: სტატია ,,ღამურები“ , სადაც ის ქართველ დისიდენტებზე წერს - ,,ებრძვიან სოციალისტურ სამშობლოს გოლოს ამერიკით...“

მეორე ეპიზოდი - როდესაც კრემლში ქართველებს ,,ავადმყოფი ერი“ უწოდეს, მაშინ იქ მყოფმა ქართულმა დელეგაციამ კრემლი დატოვა. მათ შორის იყო ჯანსუღ ჩარკვიანი და ოსი პოეტი ჯუსოითი, რომელიც ქართულ დელეგაციას გამოჰყვა პროტესტის ნიშნად. კრემლში დარჩა რეზო ამაშუკელი...

არც შევარდნაძის ეპოქის გახსენება არ დავიწყნია და ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლის სახლი, სადაც პოეტი დღემდე ცხოვრობს, შევარდნაძის ნაჩუქრად მონათლა. ისიც ცნობილია, რომ ჯანსუღ ჩარკვიანმა მწერალთა კავშირიდან ბინის აღებაზე უარი თქვა...

აქვე ცნობისათვის, სწორედ საბჭოთა ეპოქაში, 70-იან წლებში დაწერა ჯანსუღმა თავისუფლება ლომთა ხვედრია! მაშინ, როცა თავისუფლების ფოთოლი არ შრიალებდა გარეთ...

1969 წელს როცა, ჯანსუღ ჩარკვიანმა ცისკარში რწმენის კედელი დაბჭედა, გაზეთ კომუნისტში გივი კარბელაშვილმა ისიც კი დაწერა, ჩარკვიანი ტაოს შემოერთებას ითხოვსო...

ისტორიას ახსოვს 1989 წლის 8 აპრილს ჯანსუღ ჩარკვიანის პროტესტი ნუგზარ ფოფხაძისა და პატიაშვილის წინააღმდეგ. უფრო ადრე ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვა, როცა ჯანსუღ ჩარკვიანმა ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა.

საბჭოთა ეპოქაში ერთგვარი ჩუმი სოლიდარობაც კი იყო ერთმანეთის მიმართ, ვინც ოდნავ მაინც ბედავდა თავისუფლების ნაპერწკალის გაღვივებას... თუმცა ასეთებს შორის არ იყო რეზო ამაშუკელი...

,,მოგიტრიალდებიან და გეტყვიან რას აკეთებდიო...“ - ეს ჯანსუღის ერთ-ერთი ბოლო სიტყვებია, მისი ცუდად გახდომის წინ..

,,ნიუპოსტისთვის“ ცნობილია, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის და მისი ოჯახის პოზიცია, რომელიც ანტირუსულ განწყობებში გამოიხატებოდა, არაერთხელ გამხდარა სატელეფონო მუქარის მიზეზი. ჯანსუღი პირად საუბრებში იმასაც კი ამბობდა, თუკი ვიტყვი რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს კი არა, ცოტა ადრე დაიწყო, ეს ,,მიშისტობას“ ნიშნავს?! ამას ხომ რუსეთი საუკუნეებია ახორციელებს?!

სწორედ ეს პოზიცია ჰქონდა ჯანსუღ ჩარკვიან ინგა გრიგოლიას სატელევიზიო თოქშოუში, სადაც საქართველოს ოკუპაციაზე საუბარს მისი ჩვეული ენამოსწრებულობით დაამატა: ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ეხლა გვებრძვიან რუსულმანები.

ეს რეზომ ვერ აიტანა.. ,,დიდი რუსეთის ლანძღვას არ გაპატიებო!“ - ჯანსუღს შეუთვალა!

როცა ჯანსუღის ინსულტის შემდეგ, რეზო ამაშუკელს დაურეკეს და საყვედური უთხრეს, ისიც კი იკადრა ეთქვა და დაეწერა - 85 წლის კაცს ინსულტი მოუვიდა და მე მირეკავნ და მეუბნებიან შენს გამო მოუვიდაო, ,,ვერ გავიგე 985 წელი რომ არ იცხოვრებდაო“.

დღეს ჯანსუღი მძიმედაა... ვინ როგორ იცხოვრა, ამას ისტორია და თითოეულის გაკეთებული საქმე თუ დაწერილი სტრიქონები ცხადყოფს, თუმცა ფაქტია, მთავარი ისაა, როგორ შეხვალ ისტორიაში - მტრის მაამებლის სახელით თუ შენი ქვეყნის ინტერესების დამცველად - რომელსაც შენი განვლილი გზა და ღირსება გაძლევს იმის საშუალებას თქვა - რუსეთი ოკუპანტია! როცა შეგიძლია საბჭოთა ეპოქაში, დამონებული ხალხის გასაგონად დაწერო:

,,მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!“

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის