პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას

ალეკო ელისაშვილი: ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას

თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას თბილისელების პრობლემები კარგად ესმის, რადგან თვითონაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

„მე თბილისის პრობლემებით ვცხოვრობ დაბადებიდან. მძიმე გაჭირვება იყო - პროცენტიანი ვალები, დაყაჩაღებული ჩემი მშობელი, რომელიც ერთადერთი მარჩენალი გვყავდა, ოჯახში იყო ტაქსი, ძველი ვოლგა და წაგვართვეს. სადღაც გადაცხოვრებით არ მჭირდება გავიგო, როგორ უჭირთ ადამიანებს, მე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ხან გაზი ჩამიჭრეს, ვიცი ეს რა არის.

ეს გაჭირვება სხვებთან ერთად მაქვს გამოვლილი, ცეკას მდივნის შვილი არ ვიყავი, არც შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის მინისტრის ბიჭი, მე ვიყავი ჩვეულებრივი ოჯახის წევრი, ჩვეულებრივ ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, და ისევე მახრჩობს კრედიტები, როგორც სხვას. შემეძლო ერთი პორცია ვაზელინი გადამესვა და ივანიშვილის კარზე ნებისმიერ თანამდებობაზე ვიქნებოდი, მაგრამ არა, მე მიმაჩნია, რომ ხალხის გვერდით უნდა ვიყო, ამ ცხოვრებით ვცხოვრობ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის