საზოგადოება
თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს


თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა.

შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა.

რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.
წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის