სპორტი
სტადიონზე

სტადიონზე "სამტრედია"-ს გულშემატკივარმა მსაჯს ბოთლი ესროლა

სამტრედიის საფეხბურთო მოედანზე ინციდენტი მოხდა სამტრედია თბილისის დინამოს თამაშზე, სადაც ერთმანეთს, "სამტრედიისა" და თბილისის "დინამო"-ს კლუბები შეხვდნენ.

ანგარიში ფრედ 1-1 დასრულდა, რამაც სამტრედიის გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან ბოთლი მსაჯების მიმართულებით ისროლა. პოლიციის თანამშრომლებმა კი აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თამაშის პირველი ნაწილი ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ანგარიში ჯერ სტუმრებმა გახსნეს, თამაშის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც სამართალდამცველთა ჩარევით აღიკვეთა, საქმის ძიება ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის