სპორტი
კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა არნემის "ვიტესსა" და "ბრედას" შორის. მასპინძელმა გუნდმა ამ მატჩში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. პირველ ტაიმში "ვიტესმა" კიდევ 2 გოლი გაიტანა და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა. მე-2 ტაიმში "ბრედამ" პრესტიჟის გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე დაფიქსირდა - 4:1 "ვიტესმა" სეზონი მოგებით დაიწყო. 90 წუთი ითამაშა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც დაცვაში დამაჯერებლად თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ვიტესმა" ჰოლანდიის თასი მოიგო და ამ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის