სპორტი
კლოპი კოუტინიოს შესაძლო გაყიდვაზე მორიგ განცხადებას აკეთებს

კლოპი კოუტინიოს შესაძლო გაყიდვაზე მორიგ განცხადებას აკეთებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თქვა, რომ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შესაძლო წასვლაზე კითხვები არა მას, არამედ "წითლების" ხელმძღვანელებს უნდა დაუსვან. აქამდე არსებული ინფორმაციით, ჰავბეკის დამატებით "ბარსელონაა" დაინტერესებული, რომელიც მზადაა მის სანაცვლოდ დაახლოებით 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. "უფროსები მყავს, როგორც ნებისმიერ სხვა მწვრთნელს. ისინი ღებულობენ ფეხბურთელების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Liverpool Echo. "მათ უნდა დავეთანხმო. თუმცა, ყველა ფეხბურთელზე ვარ პასუხისმგებელი და არა ზოგიერთ მათგანზე". "კოუტინიოს წასვლაზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ეს კითხვები ხელმძღვანელებს უნდა დაუსვათ", - დასძინა გერმანელმა სპეციალისტმა. მოგეხსენებათ, ბოლო ცნობით, 25 წლის ბრაზილიელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის