სპორტი
ბარსელონას რეალთან მატჩში რვა ფეხბურთელი დააკლდება

ბარსელონას რეალთან მატჩში რვა ფეხბურთელი დააკლდება

"ბარსელონას" იმ ფეხბურთელთა ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან" გასამართ პირველ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, ავრცელებს ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა MARCA. მოგეხსენებათ, მატჩი დღეს, 13 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. არდა თურანი, მარლონი, სერხი სამპერი, მუნირ ელ ჰადადი და დუგლას პერეირა "ელ კლასიკოში" მონაწილეობას არ მიიღებენ. ანდრე გომეში, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა, მატჩს სიფრთხილის ზომების გამო გამოტოვებს. რაც შეეხება რაფინიას და ვერმაელენს, ეს ფეხბურთელები განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ. "ბლაუგრანას" შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, მასკერანო, ალბა, დინი, ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, სერხი რობერტო, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, დეულოფეუ და ალკასერი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის