მსოფლიო
ყველაზე ხანდაზმული  ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა


მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისრაელ კრისტალი 1903 წლის 15 სექტემბერს, პოლონეთში, სოფელ ზარნოვში, რაბინის ოჯახში დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა.

1944 წელს ნაცისტებმა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მისმა ოჯახის წევრებმა საკონცენტრაციო ბანაკს თავი ვერ დააღწიეს. თავად კრისტალი კი 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცებმა ბანაკში იპოვეს და გადაარჩინეს.კრისტალი ყველაზე ხანდაზმული იყო მათ შორის, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა.

ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტალი ყვებოდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას იგი 34 კგ.-ს იწონიდა.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ისრაელ კრისტალი ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ცხოვრობდა.ის 1950 წელს, მეორედ დაქორწინდა. 113 წლის ებრაელი, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, გინესის რეკორდების წიგნში 2016 წელს შევიდა.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის