სპორტი
ლაკაზეტი:

ლაკაზეტი: "ლესტერის კარში გატანილი გოლი იმიტომ არ აღვნიშნე, რომ ჯერ დასრულებული არაფერი იყო"

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში გაიმართა დრამატული მატჩი "არსენალსა" და "ლესტერს" შორის, რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. "არსენალის" რიგებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ალექსანდრ ლაკაზეტიმ. უცნაურია, მაგრამ მან გატანილი გოლი არ აღ​ნიშნა. "ლესტერის კარში გატანილი გოლი იმიტომ არ აღ​ვნიშნე, რომ ჯერ დასრულებული არაფერი იყო და გასახარი არაფერი გვქონდა. ინგლისური ფეხბურთი ძალიან საინტერესოა. შევეცდები, ყველაფერი მალე ვისწავლო", - აცხადებს ლაკაზეტი. ფრანგმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში რეკორდი დაამყარა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის